1. მონაცემთა დაცვის შენიშვნა
მადლობას გიხდით კომპანია Robert Bosch Power Tools GmbH (აგრეთვე როგორც “Bosch Power Tools” ან “ჩვენ” ) ვებ-გვერდზე და მობილურ აპლიკაციაზე შემოსვლისთვის და ჩვენი კომპანიისადმი და პროდუქციისადმი ინტერესის გამოხატვისთვის.
2. Bosch Power Tools აფასებს თქვენს კონფიდენციალურობას
ჩვენთვის, თქვენი კონფედენციალურობის დაცვა პერსონალური მონაცემების დამუშავებისას და ყველა ბიზნეს-მონაცემის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენს ბიზნეს-პროცესებში.. ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელიც გროვდება როდესაც შემოდიხართ ჩვენს ონლაინ სერვისებზე, კონფედენციალურად და კანონმდებლობის მკაცრად დაცვით.
3. კონტროლერი
კონტროლერი რომელიც პასუხისმგებელია თქვენი მონაცემების დაცვისთვის,- Bosch Power Tools; ნებისმიერი გამონაკლისი მკაცრად არის მითითებული მონაცემთა დაცვის შენიშვნაში.
ჩვენი საკონტაქტო დეტალები: Robert Bosch Power Tools GmbH, Max-Lang-Straße 40-46, 70771 Leinfelden-Echterdingen, გერმანიაkontakt@bosch.de.
4. პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და გამოყენება
4.1 დამუშავებული მონაცემების კატეგორიები
ჩვენ ვამუშავებთ მონაცემთა შემდეგ კატეგორიებს:
• დაგეგმვის და მართვის მონაცემები
• ტრანზაქციის მონაცემები
4.2 ძირითადი პრინციპები
პერსონალური მონაცემები ის ინფორმაციაა რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, მაგალითად: სახელები, მისამართები, ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, აგრეთვე სახელშეკრულებო, საბუღალტრო და საგადახდო ინფორმაცია, რომელიც გამოხატავს ადამიანის პიროვნებას.
ჩვენ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის IP მისამართებს) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამისათვის არსებობს კანონიერი საფუძველი ან თქვენ მოგვეცით თანხმობა, მაგ.: რეგისტრაციის დრო.
4.3 ჩვენ და ჩვენი სერვისების პროვაიდერები, რომელთაც ჩვენ ვიწვევთ, ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:
– მოცემული ონლაინ სერვისის მოსაწოდებლად
(ლეგალური საფუძვლები: ხელშეკრულების შესრულება).
– დეფექტების გამოვლენა და უსაფრთხოების მიზნით
(ლეგალური საფუძვლები: ჩვენი იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად, მონაცემთა უსაფრთხოების მიმართულებით და ჩვენი კანონიერი ინტერესიდან გამომდინარე დეფექტების აღმოსაფხვრელად და ჩვენი სერვისების უსაფრთხოებისთვის).
– დაცვა და ჩვენი უფლებების დაცვა
(ლეგალური საფუძვლები: ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი ჩვენი უფლებების დასაცავად).
4.4 ლოგ-ფაილები
ყოველთვის, როდესაც იყენებთ ინტერნეტს, თქვენი ვებ ბრაუზერი ავტომატურად გადმოგვცემს შესაბამის ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვინახავთ "ლოგ-ფაილებში".
ჩვენ ლოგ-ფაილებს ვინახავთ 30 დღით, დეფექტების გამოსავლენად და უსაფრთხოების მიზნით (მაგ. გატეხვის მცდელობის შესახებ ინფორმაციისთვის), შემდეგ ისინი ნადგურდება. ლოგ-ფაილები რომლებიც ხანგრძლივად უნდა შეინახოს დასამტკიცებლად, არ იშლება მანამდე, სანამ შესაბამისი ინცედენტი ბოლომდე არ იქნება გამოვლენილი, და გადაეცემა საგამომძიებლო ორგანოებს ცალკეულ შემთხვევებში.
ლოგ-ფაილები (IP მისამართის გარეშე ან კერძო IP მისამართით) აგრეთვე გამოიყენება ანალიზისთვის; იხ. განყოფილება "ვებ-ანალიზი". მსგავსი ინფორმაცია ძირითადად ინახება ლოგ-ფაილებში:
– IP მისამართი (Internet protocol address) იმ მოწყობილობისა საიდანაც შეხვედით ონლაინ სერვისზე;
– ვებ-გვერდის ინტერნეტ მისამართი საიდანაც შეხვედით ონლაინ სერვისზე (რეფერენტი URL);
– სერვისის პროვაიდერის სახელი რომლის მეშვეობითაც შეხვედით ონლაინ სერვისზე;
– ფაილების სახელი ან ინფორმაციის მიღება;
– ვიზიტის თარიღი, დრო და ვიზიტის ხანგრძლივობა;
– გადაცემული მონაცემების მოცულობა;
– ოპერაციული სისტემა და ინფორმაცია ვებ ბრაუზერის შესახებ, მათ შორის add-ons პარამეტრები (მაგალითად Flash Player-თვის);
– Http სტატუსის კოდი (მაგ. “მოთხოვნა დაკმაყოფილებულია” ან “მოთხოვნადი ფაილი არ მოიძებნა”).
4.5 ბავშვები
ეს ონლაინ სერვისი არ არის გათვალისწინებული 16 წლამდე ბავშვებისთვის.
4.6 მონაცემების გადაყვანა სხვა კონტროლერებზე
ჩვენ გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს სხვა კონტროლერს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ხელშეკრულების შესასრულებლად, თუ ჩვენ ან მესამე პირს გააჩნია კანონიერი ინტერესი მონაცემთა გადაცემისთვის, ან თუ თქვენ მიეცით თქვენი თანხმობა ამისთვის. ლეგალურ საფუძვლებზე დეტალური ინფორმაცია მოყვანილია განყოფილებაში "დამუშავების მიზნები და ლეგალური საფუძვლები". მესამე მხარე შესაძლოა აგრეთვე იყოს Bosch Group სხვა კომპანიები. ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე მონაცემთა გადაცემა მესამე მხარისთვის განიმარტება მოცემულ მონაცემთა დაცვის შენიშვნაში.
გარდა ამისა, მოაცემები შესაძლოა გადაცემულ იქნას სხვა კონტროლერისთვის, თუ ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს იურიდიული მდგომარეობის ან სავალდებულო ოფიციალური ან სასამართლო განკარგულების საფუძველზე.
4.7 სერვისის პროვაიდერები (ზოგადი)
ჩვენ გარე სერვისების პროვაიდერებს ვაძლევთ შესასრულებლად ისეთ საკითხებს, როგორიცაა მონაცემთა ჰოსტინგი. ჩვენ დაწვრილებით ვამოწმებთ მოცემულ სერვისის პროვაიდერებს და რეგულარულად თვალყურს ვადევნებთ განსაკუთრებით, მონაცემებთან მოპყრობის და მათი დაცვის მიმართ, რომლებსაც ისინი ინახავენ. ჩვენ მოვითხოვთ ყველა სერვისის პროვაიდერისგან კონფედენციალურობის და კანონმდებლობის მოთხოვნის დაცვას. სერვისის პროვაიდერი შესაძლოა აგრეთვე იყოს Bosch Group სხვა კომპანიები.
4.8 შენახვის ხანგრძლივობა; შენახვის ვადები
თქვენს მონაცემებს ვინახავთ მანამდე, სანამ ეს აუცილებელი ჩვენი ონლაინ სერვისების და მათთან დაკავშირებული სერვისების მოწოდებისთვის, ან მანამდე, სანამ ჩვენ გვაქვს კანონიერი ინტერესი მათი შემდგომი შენახვისთვის (მაგ. ჩვენ შეიძლება გვქონდეს კანონიერი ინტერესი საფოსტო მარკეტინგში კონტრაქტის შესრულების შემდეგ). ყველა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ვშლით თქვენს პირად მონაცემებს, გარდა იმ მონაცემებისა,რომლებიც ვალდებულნი ვართ ხანგრძლივად შევინახოთ, რათა შევასრულოთ იურიდიული ვალდებულებები (მაგ. ჩვენ ვალდებულნი ვართ შევინახოთ ისეთი დოკუმენტები როგორიცაა, კონტრაქტები და ანგარიშები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შენახვის საგადასახადო და კომერციული წესებით).
5. ქუქის გამოყენება
ქუქი და ტრეკინგის მექანიზმი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების კონტექსტში.
ქუქი პატარა ტექსტური ფაილია, რომლებიც შეიძლება შენახულ იქნას თქვენს საბოლოო მოწყობილობაზე ვებ-გვერდზე შესვლისას.
ტრეკინგი შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ტექნოლოგიების შედეგად. ჩვენ ინფორმაციას ვამუშავებთ პიქსელ ტექნოლოგიების გამოყენებით და ლოგ ფაილების ანალიზით კერძოდ.
5.1 კატეგორიები
ჩვენ ვასხვავებთ ქუქის რომელიც აუცილებელია ვებ-საიტის გამოსაყენებლად და მისი ფუნქციისთვის, და ქუქის და ტრეკინგს, რომელიც არ არის მკაცრად აუცილებელი ვებ-საიტის მოქმედებისთვის.
ვებ-საიტები როგორც წესი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქუქის გარეშე, რომელიც არ არის მკაცრად აუცილებელი.
5.1.1 მკაცრად აუცილებელი ქუქი
მკაცრად აუცილებელი ქუქი, ის ქუქი ფაილებია რომლიც გარეშე შეუძლებელია ვებ-საიტის ფუნქციორიება. მათში შედის მაგ. ქუქი ფაილები, რომლებიც ინახავენ ინფორმაციას, რათა გარანტირებულ იქნას ვიდეო ანაუდიო კონტენტის ბრწყინვალე შესრულება.
ეს ქუქი იშლება როდესაც თქვენ ტოვებთ ამ ვებ-საიტს.
6. გარე ლინკები
ჩვენი ონლაინ მომსახურება შესაძლოა შეიცავდეს ლინკებს სხვა ვებ-გვერდებზე, ე.ი. პროვაიდერებზე რომლებიც არ არიან დაკავშირებული ჩვენთან. მას შემდეგ რაც, თქვენ დააჭერთ ლინკს ჩვენს აღარ ვაკონტროლებთ მონაცემთა ნებისმიერი პირადი მონაცემის შეგროვებას, შენახვას და გამოყენებას (როგორიცაა IP მისამართი ან ლინკის შემცველი გვერდის URL), რომელიც გადაეცემა მესამე მხარეს ლინკზე დაჭერისას, ვინაიდან მესამე პირების ქცევა აშკარად არ იმყოფება ჩვენი კონტროლის ზონაში. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მესამე პირთა მიერ პირადი მონაცემების დამუშავებაზე.
7. უსაფრთხოება
ჩვენი თანამშრომლები და სერვისის პროვაიდერები, რომლებსაც ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას, მიდრეკილნი არიან კონფედენციალურობის შენახვისკენ და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ვითარების დაცვისკენ.
ჩვენ ვიღებთ ყველა ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დაცვის სათანადო დონისთვის,რომლებსაც ჩვენ ვმართავთ, კერძოდ გაუთვალისწინებელი რისკებისგან ან უკანონო განადგურებისგან, მანიპულაციისგან, დაკარგვისგან, შეცვლისგან ან არასანქცირებული გახსნიგან ან შეღწევისგან. ჩვენი უსაფრთხოების ზომები ყოველთვის ვითარდება ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად.
8. მომხმარებლის უფლებები
თქვენი უფლებების რეალიზაციისთვის გამოიყენეთ ინფორმაცია კონტაქტების განნყოფილებიდან. ამასთან დარწმუნდით, რომ ჩვენ შეგვიძლია თქვენი მკაფიოდ იდენტიფიცირება.
ინფორმაციის უფლება და მონაცემთა სუბიექტზე წვდომის უფლება:
თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ჩვენგან ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ. ამ მიზნით, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენი პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებით, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებთ.
შესწორების და წაშლის უფლება:
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვთ, რათა შევასწოროთ მცდარი მონაცემები და კანონმდებლობის მოთხოვნის დაცვით, დავასრულოთ ან წავშალოთ თქვენი მონაცემები.
ეს არ ეხება მონაცემებს, რომლებიც საჭირო ანგარიშების და საბუღალტრო აღრიცხვის წარსადგენად ან რომლებიც ექვემდებარება აუცილებელ შენახვას. თუ მსგავს მონაცემებზე წვდომა არ არის საჭირო, მათი დამუშავება შეზღუდული იქნება (იხ. ქვევით).
დამუშავების შეზღუდვა:
კანონმდებლობის მოთხოვნის დაცვის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, რათა ჩვენ შევზღუდოთ თქვენი მონაცემების დამუშავება.
მონაცემთა გადატანა:
თქვენ აგრეთვე უფლება გაქვთ მიიღოთ მონაცემები, რომლებიც ჩვენ გადმოგვეცით, სტრუქტურირებულ, ფართოდ გამოყენებად და მანქანურ ფორმატში და, სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, გადასცეთ ეს მონაცემები მესამე მხარეს.
მონაცემების დამუშავების წინააღმდეგობა:
თქვენ აგრეთვე გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ჩვენს მიერ მონაცემების დამუშავებაზე, თუ მონაცემთა დამუშავება დამყარებულია კანონიერ ინტერესებზე. შემდეგ ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას, თუ ვერ შევძლებთ წარმოგიდგინოთ - კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად - მყარ საკანონმდებლო საფუძველს დამუშავებისთვის, რომლებიც უარყოფენ თქვენს უფლებებს.
პირდაპირი მარკეტინგის წინააღმდეგობა:
გარდა ამისა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააპროტესტოთ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავება მარკეტინგული მიზნებით ("მარკეტინგის წინააღმდეგობა”). ყურადღება მიაქციეთ, რომ ორგანიზაციული მიზნით შესაძლოა დაემთხვას თქვენი წინააღმდეგობის წარდგენა და თქვენი მონაცემების გამოყენება კამპანიის დროს, რომელიც უკვე მიმდინარეობს.
მონაცემთა დამუშავების წინააღმდეგა, როდესაც ლეგალური საფუძველი არის კანონიერი ინტერესი:
თქვენ აგრეთვე გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ჩვენს მიერ მონაცემების დამუშავებაზე, თუ მონაცემთა დამუშავება დამყარებულია კანონიერ ინტერესებზე. შემდეგ ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას, თუ ვერ შევძლებთ წარმოგიდგინოთ - კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად - მყარ საკანონმდებლო საფუძველს დამუშავებისთვის, რომლებიც უარყოფენ თქვენს უფლებებს.
თანხმობის მოხსნა:
თუ მოგვეცით მონაცემების დამუშავების თანხმობა, შეგიძლიათ ნებისმირ დროს მოხსნათ ის, მომავალში კანონიერ ძალაში შესვლით. ეს არ იმოქმედებს მოხსნამდე დამუშავების კანონიერებაზე.
8.1 საჩივრის შეტანის უფლება სამეთვალყურეო ორგანოში:
თქვენ უფლება გაქვთ საჩივარი შეიტანოთ მონაცემთა დაცვის ორგანოში. ამ მიზინთ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის ორგანოს, თქვენი ცხოვრების მისამართით ან ფედერალურ შტატზე ან მონაცემთა დაცვის ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენზე. ეს არის:
Der Landesbeauftragte für den Datenschutz und die Informationsfreiheit
მისამართი:
Königstrasse 10a
70173 Stuttgart, გერმანია
გერმანია
საფოსტო მისამართი:
Postfach 10 29 32
70025 Stuttgart, გერმანია
გერმანია
ტელ.: +49 (711)/615541-0
ფაქსი: +49 (711)/615541-15
E-mail: poststelle@lfdi.bwl.de.
9. ცვლილებები მონაცემთა დაცვის შენიშვნაში
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შევცვალოთ ჩვენი უსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის ზომები, თუ საჭიროა ტექნიკური მოვლენების გამო. მსგავს შემთხვევაში, ჩვენ აგრეთვე შევცვლით მონაცემთა დაცვის შესახებ ჩვენს ინფორმაციას. ამიტომ, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ მონაცემთა დაცვის შენიშვნის ბოლო ვერსიას.
10. კონტაქტი
თუ გსურთ ჩვენთან დაკავშირება, შეგიძლიათ გამოიყენოთ მისამართი რომელიც მითითებულია განყოფილებაში "კონტროლერი'.
გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ლინკი თქვენი უფლებების შესასრულებლად: https://request.privacy-bosch.com/entity/PTDE/?app=16930755-b36b-44b9-bad1-767a835e77f12.
გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ლინკი რათა გვაცნობოთ მონაცემთა დაცვის დარღვევის შესახებ: https://www.bkms-system.net/bosch-datenschutz.
თქვენი პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ შენიშვნების და საჩივრების შემოტანისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის ოფიცერს:
Datenschutzbeauftragter
Abteilung Informationssicherheit und Datenschutz Bosch-Gruppe (C/ISP)
Postfach 30 02 20
70442 Stuttgart
გერმანია
ან
mailto: DPO@bosch.com
ბოლო რედაქციის თარიღი: 13.10.2020